ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ
ჯანდაცვის სამინისტროსა და ოთხ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას შორის დავა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს. კონკურენციის სააგენტოს ცხრათვიანი კვლევის შემდეგ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება. აზარაშვილის უწყების მიმართვის შემდეგ დაწყებული მოკვლევის შედეგები მძიმეა. „ავერსს“, „პეესპეს“, „გეფას“ და „მერმისს“ კარტერულ გარიგებას და კონკურენციის კანონის დარღვევას ედავებიან. სააგენტომ დაასკვნა, რომ ოთხივე კომპანია სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით გასაცემ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს ხელოვნურად ზრდიდა, შედეგად კი სამინისტროს წლიური ლიმიტი იწურებოდა, რის გამოც ონკოპაციენტების ნაწილი წამლების გარეშე რჩებოდა. საუბარია 42 დასახელების მედიკამენტზე. ფარმაცევტული კომპანიები რამდენიმე მილიონი ლარით დააჯარიმეს. ადრესატები ბრალდებას არ იღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ნაწილზე ფასების რამდენჯერმე ხელოვნურად მატების ეჭვი ჯერ კიდევ თვეების წინ გაუჩნდა, რაც მოკვლევის დაწყების მიზეზი გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 29 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონკურენციის სააგენტომ ოთხი კომპანია დააჯარიმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაში? ექიმი დავით ლოლაძე /...
Kvara
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებთან
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ფარმაცევტული კომპანიები
პრაიმტაიმი Prime Time
COVID-ის ვაქცინები იმედს იძლევა, მაგრამ პრობლემა იქნება მათი...
რადიო თავისუფლება
ფარმაცევტული კომპანიები GMP სტანდარტის დანერგვის გადავადებას...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი