ექსპერტიზის ბიურომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს უწყებაში დანერგილი სიახლეები გააცნო

15.02.2016 00:53

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს, სხვადასხვა კლინიკისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოწვეულ სტუმრებს ბიუროში დანერგილი სიახლეები გააცნეს. ღონისძიებაზე ქიმიურ-ნარკოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტებმა სტუმრებს ფარმაცევტული პროდუქციის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევებისა და გენეტიკური დაავადებების მიმართულებით წარმოებული ექსპერტიზების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

გაზიარება:
GM Sunshine