#მოამბე 21 საათზე, 29 დეკემბერი, 2023 #LIVE

29.12.2023

• კონკურენციის სააგენტომ „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ კარტელური გარიგებისთვის 53 მილიონი ლარით დააჯარიმა - დასკვნის მიხედვით, 42 ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ლიმიტი იწურებოდა და ონკოპაციენტების ნაწილი წამლების გარეშე რჩებოდა; ფარმაცევტული კომპანიები გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ • რუსეთის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ - კადრები ქვეყნის დედაქალაქიდან, დაბომბილი ქალაქები, მსხვერპლი და ნგრევა; კიევის გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობას და დასავლელ ლიდერთა მხარდამჭერი განცხადებები • დონალდ ტრამპს საარჩევნო პრაიმერისში მონაწილეობის უფლებას უკვე მეორე შტატი უზღუდავს - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გუნდი მეინის სახელმწიფო მდივანს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება; ტრამპის პოლიტიკური მომავლის ბედს ქვეყნის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს • საქართველოს ბაზარზე მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის მაგნატი „ლაივ ნეიშენი“ შემოდის და საქართველო რეგიონში ხდება პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც „ლაივ ნეიშენის“ ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებს უმასპინძლებს - მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტი საქართველოში და ქვეყნის პოტენციალი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: