ახალი ქართული შრიფტები


შექმნილია ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტი.

ეროვნული არქივის საცავებში დაცულ ხელნაწერებზე ქართველი კალიგრაფის რამდენიმეწლიანი მუშაობა ახალი უნიკალური პროექტის განხორციელების ინსპირაციად იქცა. შრიფტები „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული კალიგრაფიით შესრულებულ ისტორიულ ხელნაწერებს ეფუძნება.

ახალი ქართული შრიფტების შექმნის იდეა მერაბ კოსტავას ხელნაწერებზე მუშაობისას გაჩნდა. სამივე მათგანის ავტორი კალიგრაფი, დავით მაისურაძეა. მომხმარებელს უკვე შეუძლია ახალი შრიფტი გადმოწეროს და ტექსტის ამკრეფ პროგრამებში სხვა შრიფტების მსგავსად გამოიყენოს.   

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან