ავლაბრის არალეგალური სტამბა
ახალი ვიდეოების მათ განთავსებისთანავე სანახავად გამოიწერეთ ლიტაგორას არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს. თბილისში, 1903-1906 წლებში ავლაბრის არალეგალური სტამბა ფუნქციონირებდა, სადაც რევოლუციონერები იატაკქვეშა საიდუმლო საქმიანობას ეწეოდნენ. სტამბაში იბეჭდებოდა მენშევიკების და ბოლშევიკების არალეგალური გაზეთები, წიგნები და პროკლამაციები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე, რომლებიც მთელი რუსული იმპერიის და არა მხოლოდ რუსეთის მასშტაბით ვრცელდებოდა. არსებობდა შენობის ორი გეგმა: ერთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის სახით და იმავე სახლის მეორე გეგმა - ფარული სარდაფითა და საიდუმლო ჩასასვლელებით. სტამბაში ბაქოდან გამოგზავნილი სწრაფმბეჭდავი მანქანა იდგა, რომელიც ნაწილ-ნაწილ ჩაიტანეს სარდაფში და იქ ააწყვეს, ხოლო შრიფტებს მუშები სხვა ლეგალური სტამბებიდან აწვდიდნენ. აქ რევოლუციონერებს კედლის ქვეშ დამალული ზარის საშუალებით აუწყებდნენ საფრთხის შესახებ. მასალები 1906 წლის მარტამდე იბეჭდებოდა, ამ დროისათვის სტამბის შენობაში უკვე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო რაზმის წევრები ცხოვრობდნენ და შენობა შეიარაღებული აჯანყების მომზადების შტაბად, ხოლო ერთი ოთახი ბომბის დამზადების ლაბორატორიად ჰქონდათ ქცეული . 1906 წლის 15 აპრილს, დილით ადრე პოლიციამ შენობას ალყა შემოარტყა და საფუძვლიანად გაჩხრიკა, სწორედ ამ ჩხრეკის დროს ოფიცრებმა ჭაში გვირაბი აღმოაჩინეს და სახლი გადაწვეს. იმავე დღეს მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდა რევოლუციონერების დაკავება. მათ შორის იყვნენ დათიკო როსტომაშვილი, ფილიპე მახარაძე და ნინა ალაჯალოვა. 1937 წელს სტამბა თავდაპირველი სახით აღადგინეს. იქვე ახალი შენობაც ააშენეს სადაც არტეფაქტები, ფოტოები და წერილებია გამოფენილი. ამჟამად არალეგალური სტამბის ისტორიული შენობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ვიდეო და მონტაჟი: დათო ლობჟანიძე ტექსტი: სალომე ლეჟავა გაწეული დახმარებისათვის მადლობა ლაშა ურუშაძეს მუსიკა: TrackTribe - Fog Mist Facebook / litagora Instagram / litagoramagazine Web https://litagora.ge/
Litagora-ის სხვა ვიდეოები
კავშირები და ალუზიები შავ სარკეზე სერიალის მეოთხე...
ლევან აბდუშელიშვილი | მონტაჟის როლი კინოხელოვნებაშ...
დეა ჭოლოკავა | ქაოტური პოეზია კინოში
სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე "ჩემი ოთახის" შესახებ
ალექსანდრე გაბელია | ყველა ფილმი პოლიტიკურია
მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ
ქართველი რეჟისორები კინოს შესახებ (ნაწილი I)
არის ასეთი ადგილი | დევიდ გრებერი და უტოპიები
მსგავსი ვიდეოები
ავლაბრის არალეგალური სტამბა მუზეუმად გადაკეთდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა არალეგალური სტამბა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან თაქთაქიშვილი ავლაბრის არალეგალურ სტამბაზე
giorgi kekelidze
ავლაბრის ხმა - ცხოვრება გაუსაძლის პირობებში და სიცოცხლის რის...
Formula News
ავლაბრის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავლაბრის ხაჭაპურის სახლის, ბურგერის დაგემოვნება.
shio gtj pro
მარგველაშვილისა და ბაროზუს ერთობლივი პრესკონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავლაბრის რეზიდენციის შენობაში დღეს პრეზიდენტმა პირველი სამუშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster