ფილმი მოგვითხრობს ერთი ადამიანის 40 ღამის ისტორიას. მთავარი გმირი ცხოვრობს მარტო, პატარა სახლში. უყურებს ტელევიზორს, საიდანაც მხოლოდ ღვარძლი მოდის, მხოლოდ ომს აჩვენებენ. არხს რომელსაც ომის თემატიკა არ ახლავს მისი ყურება შეზღუდულია. უსმენს მუსიკას, რომელიც მხოლოდ ომთან ასოცირდება. ტელევიზორში ნანახი ხშირად სიზმრებში პროეცირდება და იქაც არ ასვენებს. მთავარი გმირი სახლიდან არ გადის. მას მეგობარი სტუმრობს, ყოველ საღამოს ფორთოხლები მიაქვს და ტელევიზორს ერთად უყურებენ. უკრაინის და რუსეთის ომი, სოციალური პრობლემები, ერთფეროვნება, პესიმიზმი აპატარავებს ადამინის საცხოვრებელ გარემოს.
ამ ნაჭუჭში გარესამყაროდან შემოღწევა ძირითადად სხვადასხვა მედია არხებით ხდება. ტელევიზორი, ტელეფონი და ა.შ. ასევე გვყავს ბაბლის წევრები, რომლებსაც უფლებას ვაძლევთ ჩვენთან ურთიერთობის. ამ დაპატარავებულ, ქაოსით მოცულ სამყაროს სოციალური პრობლემები ემატება. სოციალურ პრობლემებს ხომ სასოწარკვეთა ახლავს. ადრე ორ კოვზ შაქარს ყრიდი ყავაში, ახლა ერთ ნახევარს, მერე ერთს, ბოლოს საერთოდ ვერ შეიძენ. შაქარი ხომ მხოლოდ შაქარი არ არის. სიტკბოსთან, სიკეთესთან ასოცირდება.
მთავარი გმირი არ იჭრი თმას, არ იწესრიგებ წვერს, არ იცვლის ტანსაცმელს. ფილმიც და ფილმის გმირებიც იმდენად უბრალოები არიან, რომ შესაძლოა ის უდიდესი პრობლემები, რომლებიც ფილმშია წარმოჩენილი უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. ზღვარი იკარგება მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოს შორის და ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად უკვე არა პრობლემების დაძლევა, არამედ მისგან გაქცევა ითვლება. პრობლემები იმდენად დიდი და კომპლექსურია, რომ ერთი ადამიანის და პატარა ბაბლების ძალებს აღემატება. პოლარიზება იმდენად ღრმაა, რომ ერთმანეთის არსებობის შესახებ არც კი ვიცით და არც გვინდა ვიცოდეთ. ყველაფერი იმდენად რთულია, რომ უმნიშვნელო ხდება. ვფიქრობთ, რომ მაინც ვერ ეშველება, ამიტომ მთავარია ამ პორტალიდან გაღწევა, წარმატება კი წასვლაა. ფილმსაც სწორედ ასე ქვია “მე წავედი”. წასვლის წინ არც კი ვაფრთხილებთ სხვებს, ადრე თუ გვაცილებდნენ დღეს არც ეს გვჭირდება. რეალურად ვიპარებით და წასვლას ვარქმევთ. აქ აღარ დარჩა სენტიმენტების ადგილი, ველი. ჩვენ მეფე ლირივით ვიქცევით, მასავით დაბრმავებულები, მოხიბლულები ვართ ლამაზი სიტყვებით. სანამ კარგად ვართ არც კი ვიცით ჩვენს ირგვლივ არსებული ადამიანების გასაჭირი. მათ შესახებ მხოლოდ მაშინ ვიწყებთ ფიქრს, როცა ყველა ძალაუფლება ჩამოგვერთმევა, როდესაც თვითონაც უსიყვარულოდ, მარტოდმარტო ვრჩებით პატარა სახლში გამოკეტილნი. ვცდილობთ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ავიცილოთ. დავტოვოთ, გავანაწილოთ, გადავაბაროთ სხვებს, ეს იდეა კი განწირულია დამარცხებისთვის!
ფილმის ანალიზი - https://bit.ly/3P9jNJP
სინოფსისი, რეჟისორული ხედვა - https://bit.ly/3bQWVBc
#მეწავედი