უკრაინაში „კომენდანტის საათის“ მოქმედება გაახანგრძლივეს - #მოამბეუკრაინიდან
კიევმა მორიგ მძიმე ღამეს გაუძლო და ახალი შეტევის მოლოდინშია. ქვეყნის დედაქალაქის მერის განცხადებით, დილიდან კიევში შეღწევას რუსეთის დივერსიული ჯგუფები ცდილობდნენ, მოხდა მათი განეიტრალება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, ვინაიდან არსებობდა უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების მოლოდინი, პუტინს გაცემული ჰქონდა სამხედრო დაჯგუფებების წინსვლის შეჩერების ბრძანება, თუმცა, ვინაიდან კიევმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა, სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, მტრის მთავარი სამიზნე სწორედ კიევია. რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ქვეყნის დედაქალაქის ალყაში მოქცევას. ვრცელდება ცნობები, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული დივერსიული სადაზვერვო ჯგუფები მოქმედებენ ქალაქის ტერიტორიაზე. მიღებულია გადაწყვეტილება „კომენდანტის საათის“ პერიოდის მოქმედების გახანგრძლივებაზე. კიევის ქუჩებში გადაადგილება 17:00 საათიდან, 08:00 საათამდე იკრძალება. ყველა, ვინც ამ პერიოდში იქნება ქუჩაში, ჩაითვლება რუსეთის დივერსიული ჯგუფის წევრად. განცხადება ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. რა ვითარებაა ამ წუთისთვის კიევში - ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას პირდაპირ კავშირზე, რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე გამოდიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 31-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 31-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლო ამბები უკრაინიდან - რატი ხვისტანის ჩართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 55-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster