საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს: მაქსიმალურად დავემორჩილოთ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს, მათ შორის იყოთ სახლში, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან და განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაემართოთ უახლოესი თავშესაფრისკენ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი. გაითვალისწინეთ კომენდანტის საათის რეგულაციები თქვენი ადგილსამყოფელი ქალაქის/ოლქის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მუდმივად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ქალაქებს შორის გადაადგილებისას, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ შემოვლითი გზებით სარგებლობა, ასევე იქონიეთ მხედველობაში, რომ მოძრაობა გზებზე არის გადატვირთული, რაც საგრძნობლად ზრდის მგზავრობის სავარაუდო დროს ასევე, გასათვალისწინებელია, რომ უკიდურესად არის გადატვირთული სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საზღვრის კვეთისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე ათეული საათი. გთხოვთ, ყურადღებით მიადევნეთ თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოების და საკონსულო დაწესებულებების და უკრაინის ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებს. შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს: +380 (63) 376 77 68, +380 (63) 376 73 64, +380 (93) 544 01 17, +380 (93) 761 17 17 ასევე საელჩოს რეკომენდაციების სრული დაცვით „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფებმა უკრაინის დედაქალაქი დატოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება მოგზაურებს ან საზღვა...
TV IMEDI
უკრაინის საგარეო უწყების გაფრთხილება სააკაშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაფრთხილება კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
Georgian Government
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI