თიბისი ბანკს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი, იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი ესტუმრნენ. ბანკში მათი ვიზიტის მიზანი იყო, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ლიტერატურული კონკურსის „საბა\" და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომლებსაც თიბისი ბანკი ლიტერატურასა და ხელოვნებაში ახორციელებს. მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და სხვადასხვა შეხვედრები გამართეს. საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზეზი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს უკავშირდება. თიბისი ბანკში იურგენ ბოსსა და ტობიას ვოსს ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე შეხვდა. შეხვედრას ასევე დააესწრნენ კულტურის სამინისტროს ხელძღვანელი პირები.
http://artarea.tv
http://artarea.tv