მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და საჭიროებებზე (ვიდეო)
08/03/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დევნილთა უფლებებსა და საჭიროებებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. დისკუსიას ფასილიტატორობა ორგანიზაცია„საუნჯეს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ და „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ გაუწიეს.
შეხვედრასზე განიხილეს თუ რა მუნიციპალური პროგრამები არსებობს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილებისთვის და როგორია ადგილობრივ სერვისებზე მათი ხელმისაწვდომობის მექანიზმები. ასევე, იმსჯელეს თუ როგორია დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და არის თუ არა დაცული დევნილთა უფლებები.
დევნილებმა აღნიშნეს, რომ მათი უმთავრესი პრობლემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებაა. ამასთან, დევნილების ნაწილმა აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით მიმართა და შედეგით კმაყოფილია. ნაწილმა კი უკმაყოფილობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიმართვის მიუხედავად არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ასოციაცია \"იმედის“ ხელმძღვანლის ქრისტიე კილანავას თქმით, რაიონებში მცხოვრები დევნილები ნაკლებად ინფორმირებულები არიან და ჰგონიათ რომ მათ პრობლემები ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება.
დისკუსიის სპიკერებმა შეხვედრაზე გაჭღერებული პრობლემური საკითხები ჩაინიშნეს და აღნიშნეს, რომ დევნილთა საჭიროებებს საარჩევნო სუბიექტებს გაცნობენ.
„დევნილებიც სარგებლობენ იგივე უფლებებით, როგორიც აქვს ადგილობრივ მოსახელობას. ეს უნდა იყოს გააზრებული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე დევნილებისთის. დევნილებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სრული უფლება აქვთ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელიუფლებას მიმართონ“, - თქვა რუსუდან პაჭკორიამ.
შეხვერა დემიკრატუილი ჩართულობის ცენტრში არსებული მდეიაცენტრის მხარდაწერით გაიმართა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/