საფუარიანი ცომი ფუნთუშებისთვის, კექსისთვის და პასკისთვის
Video courtesy by http://www.translating-service.com/ ჯამში ჩავასხათ 250 მლ ცხელი წყალი, ჩავაგდოთ 100 გრ. კარაქი (პასკას თუ აცხობთ, 200 გრ. კარაქი), ჩავყაროთ 150გრ შაქარი, 1/3 ქილა შედედებული რძე, მოვურიოთ კარაქის გადნობამდე, ამასობაში წყალიც შენელდება, ჩავყაროთ 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი (მე ვიყენებ Yamuna-ს, რადგანაც არ ახასიათებს უსიამო სუნი), ცოტა მარილი და 4 კვერცხის გული. ოდნავ მოვურიოთ, ჩავყაროთ 550 გრ ფქვილი-მე ჩავყარე 3,5 ჩაის ჭიქა(250 მლ მოცულობის) ფქვილი, ვანილი. (პასკის გამოცხობისას, ემატება პასკის სუნელები, ქიშმიში, დაჭრილი გარგლის ჩირი, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა), ოდნავ მოვურიოთ კოვზით და შემდეგ 2 ჯერ ავთქვიფორთ მიქსერით 4 წუთის განმავლობაში. თავდახურული, შეფუთული გავაჩეროთ თბილად. ამ ცომს ამოსვლა უჭირს, რადგან კვერცხის გული მძიმეა, თუ 1 საათში არ დაიწყო ამოსვლა, ცომიანი ფორმა დავდოთ თავდახურულ ქვაბზე, რომელშიც ასხია საშუალოდ ცხელი წყალი. ამოსული ცომი კარგად გადაზილეთ ზეთიანი ხელით, მიეცით სასურველი ფორმა. ჩაალაგეთ საცხობ ფორმაში, რომლის ძირზეც დაფენილი გექნებათ გაზეთილი პერგამენტის ქაღალდი. აცადეთ ამოსვლა თავდახურულ მდგომარეობაში დაახლოებით ნახევარი საათი, თავზე მოუსვით ვანილიანი გათქვეფილი კვერცხის გული , ცოტა წყალი, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. აერღუმელი 10 წუთით ადრე ჩართეთ საშუალო ტემპერატურაზე: 170C-ზე ცხვება . ცხობის დრო 35 წთ. მზაობა შეამოწმეთ ჩხირით. გამომცხვარი კექსი გააგრილეთ ფორმაში. შემდეგ ამოიღეთ. ცომს აქვს ლამაზი ბოჭკოვანი ბადისებრი სტრუქტურა და ძალიან კარგი გემო.
Notarized translating service Geo Engl Tr Ru-ის სხვა ვიდეოები
00:55
საზამთროს მურაბა. ძველებური რეცეპტი იდეალური პროპო...
00:06
სააღდგომო პასკის ირლანდიური ტრადიციული რეცეპტი
00:55
PROFESSIONAL TRANSLATING FROM AND INTO TURKISH, E...
01:36
თარგმნა თურქულ ინგლისურ ქართულ და რუსულ ენებზე ht...
01:30
GEORGIAN TURKISH ENGLISH RUSSIAN TRANSLATION http...
00:21
დაგეხმარებით გადამზიდავი კომპანიის მიერ დაკარგული...
00:30
მარწყვის მურაბა ნაყოფის ფერის, ფორმისა და სილამაზი...
00:39
როგორ გავყინოთ ალუბალი. ალუბლის გაყინვა
მსგავსი ვიდეოები
იდეალური საფუარიანი ცომი
Likas Receptebi
კლასიკური ცომი ხაჭაპურისთვის
კულინარია
როგორ მოვზილოთ მაწვნის ცომი .CHEF GIGAS ბაზისი რეცეპტი.ხაჭაპ...
CHEF GIGA BACKES
ლაზური ხაჭაპური საფუარიანი რძის ცომით,ღია ცომით,lazuri khach...
CHEF GIGA BAKES
როგორ მოვამზადოთ კუბდარი
Your Cooking Show
ფოკაჩა
Natia Jinjolava
უმარტივესი სამარხვო ვაშლის ღვეზელი ხაჭაპურის ცომით
Shinauruli -homemade easy recipes
ფენოვანი ხაჭაპური
Likas Receptebi