უმარტივესი სამარხვო ვაშლის ღვეზელი ხაჭაპურის ცომით

01/21/2021
Shinauruli -homemade easy recipes-ის მიერ

უმარტივესი სამარხვო ვაშლის ღვეზელი

ვაშლის ღვეზელი ხრაშუნა ზედაპირით და არომატული შიგთავსით, დაუჯერებელი ცომით. მოამზადეთ ხაჭაპური, ლობიანი ოჯახისთვის? მოგრჩათ ცომი? დესერტის დროა , ისეთის თან არავინ დაიჯერებს რომ იგივე ცომითაა 🤗😃
რეცეპტის სიმარტივე, ინგრედიენტები და მომზადება გაგაკვირვებთ , მერწმუნეთ!

📺ვიდეორეცეპტი    • უმარტივესი სამარხვო ვაშლის ღვეზელი  ხ...  

მომზადება:

1️⃣ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი: 2ჭ.ფქვილის, 1ჭ.თბილი წყლის, მარილისა და საფუვრისგან მოზელილი სახაჭაპურედ და ლობიანისთვის განკუთვნილი.
2️⃣ცომი დავყოთ სამ ნაწილად და ორ ჯერზე სათითაოდ გაბრტყელებულ ნაწილებს წავუსვათ ზეთი ან შეგიძლიათ რბილი მარგარინიც.
გადავკეცოთ.ისევ წავუსვათ და ასე კიდევ ერთხელ.
3️⃣სანამ ცომი ისვენებს, მოვამზადოთ 2 გულსართი.
1 გულსართი ვაშლისგან: 2 ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ თხელ.ნაჭრებად, დავამატოთ 1ს.კ.ფორთოხლის ცედრა, 1ს.კ.ლიმონის წვენი. ავურიოთ.
2 გულსართი: 100 გრ.ფქვილი და 50 გრ.მარგარინი ავურიოთ, 120 გრ.შაქარი დავაყაროთ და ავურიოთ.
4️⃣ დამუშავებული ცომი გავყოთ 2 -ად.
გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ცხიმწასმულ ფორმაში.
ზემოდან დავაყაროთ ფქვილიანი გულსართის ნახევარი.
5️⃣ზემოდან გადავაფაროთ მეორე გაბრტყელებული ფენა და დავადოთ ვაშლის გულსართი. მოვაყაროთ დარჩენილი ფქვილიანი გულსართი.
6️⃣ გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
❗ თუ უფრო ფუმფულა ღვეზელი გინდათ, დააყოვნეთ ფორმაში 1საათი.მე არ გავაჩერე, რადგან ხრაშუნა ცომით მინდოდა.
7️⃣ შეცივებულს მოვაყაროთ ოდნავ შაქრის პუდრა.
✅ უგემრიელესია, ხრაშუნა ზედაპირი, ფენოვანი ხრაშუნა ცომი და ციტრუსის არომატის ვაშლით.

🧑‍🍳🏠📺მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ :
ფეის-გვერდი:   / shin2975  

ინსტაგრამ- გვერდი: https://instagram.com/shinauruli_home...

იუთუბი არხი:    / @shinauruli

ვიდეოები „Shinauruli -homemade easy recipes"-ისგან