სააღდგომო პასკის ირლანდიური ტრადიციული რეცეპტი
სააღდგომო პასკის ირლანდიური ტრადიციული რეცეპტი ეს არის უგემრიელესი პასკის უმარტივესი რეცეპტი. პროდუქტების ჩამონათვალში შედის საქართველოში ხელმისაწვდომი პროდუქტები. რეცეპტი ეკუთვნის ირლანდიურს საცხობს, რომელსაც აქვს რამოდენიმე საუკუნოვანი ისტორია. რეცეპტი გადათარგმნილი და აპრობირებულია ჩემს მიერ. http://translating-service.com/ ღრმა ჭურჭელში ჩავყაროთ პასკის სუნელი (ყველაფერი 1/2 ჩაის კოვზი, დარიჩინი და მიხაკი უფრო ნაკლები ოდენობით), 1 შეკვრა ვანილი, დავასხათ 1,5 ჩ. ჭიქა ცხელი წყალი, დავუმატოთ: 1/2 შეკვრა 100გრ. დაჭრილი კარაქი (კარაქი დარბილდება, წყალი განელდება), 3ს. კოვზი საფუარი "იამუნა", ოდნავ მარილი, 1/2 ჩაის ჭიქა შაქარი, 2 კვერცხი, 1/2 ქილა შედედებული რძე, 4,5 ჩაის ჭიქა ფქვილი (პროგრესი). (ჭიქა ყველგან იგულისხმება 250გრ. შემცველობის. მოვურიოთ კოვზით, ჩავყაროთ 1.5 ჩაის ჭიქა ქიშმიში, გემოვნებით დაჭრილი გარგლის ჩირი/"კურაგა", ცუკატები. 3 წუთი ვთქვიფოთ მიქსერით. დავასხათ 1 ყავის ჭიქამდე ზეთი, კარგად გადავზილოთ ხელით. ისევ 3 წთ. ვთქვიფოთ მიქსერით და გადავზილოთ ხელით. თავდაფარული და შეფუთული ჭურჭელი დავდგათ 2 საათი თბილ ადგილას. ამოსულ ცომს დაამატეთ 1 ყავის ჭიქამდე ზეთი და კარგად გადაზილეთ ხელით. ჩასვით ფორმებში (ნახევრამდე შეავსეთ) და დააცადეთ ამოფუება თბილ ადგილას თავდაფარულ ფორმებში 30 წთ ან მეტი. მე ქაღალდის ფორმებში ჩავსვი და ფორმებს გაზეთვა არ დასჭირდა. ამოფუებულ ცომს ფუნჯით წაუსვით შაქრიანი წყალი: 5 ჩაის კოვზი შაქარს დაასხით 3 ჩაის კოვზი წყალი. ცხვება საშუალო ცეცხლზე 35/45 წთ-დამოკიდებულია აერღუმელზე. თუ 20 წუთში (მანამდე არ გახსნათ აერღუმელის კარი) გარედან იბრაწება და შიგნიდან უმია (მოსინჯეთ ხის ჩხირით), აერღუმელის ქვედა განყოფილებაში შედგით წყლიანი ჭურჭელი. მოცემული რაოდენობის პროდუქტით გამოდის 4 ცალი 10სმ დიამეტრის პასკა.
Notarized translating service Geo Engl Tr Ru-ის სხვა ვიდეოები
00:55
საზამთროს მურაბა. ძველებური რეცეპტი იდეალური პროპო...
00:06
სააღდგომო პასკის ირლანდიური ტრადიციული რეცეპტი
00:55
PROFESSIONAL TRANSLATING FROM AND INTO TURKISH, E...
01:36
თარგმნა თურქულ ინგლისურ ქართულ და რუსულ ენებზე ht...
01:30
GEORGIAN TURKISH ENGLISH RUSSIAN TRANSLATION http...
00:30
მარწყვის მურაბა ნაყოფის ფერის, ფორმისა და სილამაზი...
00:39
როგორ გავყინოთ ალუბალი. ალუბლის გაყინვა
მსგავსი ვიდეოები
სააღდგომო პასკის რეცეპტი m²-ის მაცხოვრებლებისთვის
m2
სააღდგომო პასკის მასტერკლასი არემჯიში
RMG・არემჯი
სააღდგომო პასკის რეცეპტი
Likas Receptebi
უგემრიელესი სააღდგომო პასკის რეცეპტი
Your Cooking Show
სააღდგომო #არტიშოკი - რა კავშირი აქვს იოგას პასკის ცხობასთა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დილა მშვიდობისა საქართველოს სტუდიაში, ოჯახურის სანელებლებით...
Ojakhuri Company
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი პასკა 🐇🍞 Easy to prepar...
Apolines cuisine
სააღდგომო ხაჭოს პასკის
Likas Receptebi