საზამთროს მურაბა. ძველებური რეცეპტი იდეალური პროპორციებით.
საზამთროს მურაბა. ძველებური რეცეპტი იდეალური პროპორციებით. საზამთროს ქერქებს მოაცილეთ მწვანე საფარი და არ დაუტოვოთ წითელი რბილობი, ფიგურული დანით დაჭერით სასურველ ზომებად. 2 ან 3 ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით. აწონეთ.1 კგ გასუფთავებული დაჭრილი ქერქისთვის: ღრმა თასში ჩაყარეთ 1,5 ჩაის კოვზი სოდა და დაასხით 1,5 ჭიქა (250მლ-ლიანი) ადუღებული წყალი. მოურიეთ, დაასხით 5 ჭიქა (250მლ-ლიანი) ცივი წყალი და ჩაყარეთ გამზადებული ქერქები. გააჩერეთ 4 საათი. თუ თხელი ნაჭრებია, ჰყოფნის 2,5 საათი. შემდეგ დიდხანს კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. სამურაბე თასში 1 კგ გასუფთავებული დაჭრილი ქერქისთვის: ჩაასხით 8 ჩაის ჭიქა (250მლ-ლიანი) ცივი წყალი, ჩაყარეთ 700 გრამი შაქრის ფხვნილი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩაყარეთ ქერქები და ადუღეთ 5 წუთით. გამორთეთ. 12 საათის შემდეგ დაამათეთ 700 გრამი შაქარი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 3 საათის განმავლობაში. დუღილის პროცეში თავიდან მიმდინარეობს შედარებით მაღალ ცეცხლზე, 1 საათის შემდეგ ცეცხლს დაუწევთ. გადმოდგმამდე ნახევარი საათით ადრე დაუმატეთ 1 შეკვრა ვანილი. ცხელს ჩაასხამთ გარეცხილ დამდუღრულ ქილებში და გაცივებამდე შეინახავთ ამოტრიალებულ მდგომარეობაში. 1 კგ გასუფთავებულ დაჭრილი ქერქისთვის დაგჭირდებათ 8 ჩაის ჭიქა (250მლ-ლიანი წყალი), 1400 გრამი შაქრის ფხვნილი და 1 შეკვრა ვანილი. 3 საათიანი დუღილის შემდეგ სითხის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს და სიროფის და საზამთროს რაოდენობა რჩება იდეალური პროპორციით. 14.03.2011-Certificate of Micro Business Status No 001-01340 by Georgia Revenue Service trade name: A Rated Linguist. Documents can be sealed. http://www.translating-service.com/
Notarized translating service Geo Engl Tr Ru-ის სხვა ვიდეოები
00:55
საზამთროს მურაბა. ძველებური რეცეპტი იდეალური პროპო...
00:06
სააღდგომო პასკის ირლანდიური ტრადიციული რეცეპტი
00:55
PROFESSIONAL TRANSLATING FROM AND INTO TURKISH, E...
01:36
თარგმნა თურქულ ინგლისურ ქართულ და რუსულ ენებზე ht...
01:30
GEORGIAN TURKISH ENGLISH RUSSIAN TRANSLATION http...
00:21
დაგეხმარებით გადამზიდავი კომპანიის მიერ დაკარგული...
00:39
როგორ გავყინოთ ალუბალი. ალუბლის გაყინვა
მსგავსი ვიდეოები
საზამთროს მურაბა
Your Cooking Show
როგორ მოვამზადოთ საზამთროს მურაბა
Your Cooking Show
საზამთროს ხრაშუნა და ქარვისფერი მურაბა
Shinauruli -homemade easy recipes
როგორ მოვამზადოთ საზამთროს მურაბა..საზამთროს მურაბა
თავქარიანი
საზამთროს კომპოტი ზამთრისათვის
Your Cooking Show
საზამთროს დახვეული ქერქის მურაბა
Tamar Khmaladze
ლეღვის უგემრიელესი მურაბა, რომელზეც ძნელია, უარი თქვათ
Likas Receptebi
ვაშლის ჯემი
ვიდეო სამზარეულო