ექსჰუმაციის შემდეგ დუისში ცხედრები დაკრძალეს
16.05.2013
01:38
დღეს დუისის სასაფლაოზე ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ის პირები დაკრძალეს, რომელთა ცხედრებსაც ექსჰუმაცია უკვე ჩაუტარდა. სალამ ზაურბეკოვის, ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ექსჰუმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. გარდაცვლილების ახლობლების განცხადებით, მათი რელიგია საფლავის გახსნას კრძალავს, თუმცა ისინი ამას სიმართლის გასარკვევად დათანხმდნენ. დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული კიდევ ოთხი პირის ექსჰუმაცია ჩატარდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/107wdGU
მსგავსი ვიდეოები
სამეფო ოჯახის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქისტების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაბუშერადან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი
Giorgi Margvelashvili