ქისტების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდა
დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ქისტის ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდა. სპეცოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრების ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაატარებს, რომელთან მოლაპარაკებებსაც დაღუპულების ახლობლების მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველი მართავს. სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, განცხადებით, არც მისთვის და არც დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა ცხედრების ექსპერტიზა ყოფილი ხელისუფლების პირობებში. დღეს გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების - ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები ამოიღეს. სპეცოპერაციის დროს დაღუპული სხვა პირების საფლავებს საგამოძიებო ჯგუფი მომდევნო დღეებში გახსნის. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/YuIHY9
მსგავსი ვიდეოები
ქისტების ნამღერი _ ფოლკლორული საღამოდან
ana akhaladze
#ფერმა ქისტური და თუშური ლუდის წარმოება
პირველი არხი - ფერმა
"ლალე" ქისტების შესრულებით
Temuri Jikia
ლეზგინკა ქისტების შესრულებით
Mtisambebi / მთის ამბები
ახალი 3 | ქისტების ღია წერილი | 14.09.12
GeoArchive
ცხვრის გადარეკვა...ქისტების ძაღლები
საქართველოს მუშა ძაღლები Georgian working dogs
ლეზგინკა ქართველებისა და ქისტების შესრულებით
Sulkhan Nakh Bordzikashvili
"ჩვენი საქართველო" 15.07.16 პანკისის ხეობა – ქისტების კულტურ...
Georgian Public Radio