ბაბუშერადან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი
საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე და სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძე ესწრებოდნენ. 2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს დაიღუპა.- https://goo.gl/XV3oz0 საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი Official Channel of The President of Georgia
Giorgi Margvelashvili-ის სხვა ვიდეოები
ოფიციალური სადილი
ოფიციალური ვახშამი
01:48
პრეზიდენტი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვ...
40:58
თბილისის სტრატეგიული დისკუსია - Tbilisi Strategic...
01:00
საქართველოს პრეზიდენტმა ძიუდოს ნაკრები მიიღო
01:40
პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაცია კასპში
04:16
პრეზიდენტმა თურქმენეთის ღირსშესანიშნაობები მოინახუ...
04:37
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტა...