COVID 19 - მთავრობის ახალი რეგულაციები

15.10.2020 05:46

საგანგაშო სტატისტიკის და ნახტომისებური მატების გამო თბილისში, ასევე იმერეთის რეგიონში შეზღუდვების ამოქმედება დაიწყო. მცირდება რესტორნების, კაფე-ბარების და გასართობი დაწესებულებების სამუშაო დრო, კონტროლი დაიწყო მეტრო-სადგურებთან. სულ რაღაც ორი კვირის წინ დედაქალაქში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დღეს კი ეს მაჩვენებელი ექვსჯერაა გაზრდილი. ვირუსის მართვის პროტოკოლი ამ ეტაპზე უცვლელი რჩება: ჩაკეტვების და კარანტინის გარეშე „კოვიდ-19“-ის უკონტროლო გავრცელების წერტილოვანი შეზღუდვებით, სწრაფი დიაგნოსტირებით და კონტაქტების დროული იზოლირებით შეჩერება. ბოლო დღეებში ქვეყანაში საშუალოდ 6 000 „პისიარ“-ტესტი ტარდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: