COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა გრძელდება
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და „სექტორი 3“-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში მყოფ სტუდენტებს საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადასცეს. COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე გრძელდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული და თბილისში მცხოვრები სტუდენტები პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ მოინახულეს, გაეცნენ მათ საჭიროებებს ადგილზე და საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებების მარაგი გადასცეს. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ. პირველადი საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი ასევე დაურიგდებათ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირების, პროგრამების შემუშავების და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. #StopCoV #COVID19
Georgian Government-ის სხვა ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...
ოფიციალური სადილი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართვე...
ოფიციალური ვახშამი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური...
გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება...
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყ...
ვიდეომიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Hu...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მე...
მსგავსი ვიდეოები
COVID 19-ის გავლენა სიღარიბის მაჩვენებელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა
TV IMEDI
„ქალები COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად“
RADIOWW
COVID 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის კვლევა და ვაქცინაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხათუნა ზახაშვილი -ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ქვეყანამ დაძ...
NCDC Georgia
საჭიროების მქონე, დახმარების გეგმის მიღმა
რადიო თავისუფლება
CHCA-მ ზედაეწერის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მცხოვრებლებს მ...
Radio Atinati
Faith during pandemic | რელიგიური რიტუალები პანდემიის დროს |...
Chai Khana