მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელი
ხელისუფლების ორ შტოს შორის საკონსტიტუციო დავა დაიწყო. მომჩივანი მთავრობა, მოპასუხე მხარე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა. დავის საგანი რამდენიმე ელჩის დანიშვნაზე სალომე ზურაბიშვილისგან მიღებული უარია, რაც მმართველმა გუნდმა პირველად მარტში, პრეზიდენტის საკმაოდ მწვავე საპარლამენტო მიმართვის მოსმენის შემდეგ გაახმაურა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ქვეყნის საპარლამენტო მოწყობაზე მიუთითებს და უზენაესი კანონიდან შესაბამისი მუხლის მოშველიებით ახსენებს, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლების დროს მას მხოლოდ სიმბოლური ფუნქცია აქვს. დღეს ცნობილი ხდება იმ ორი ელჩის ვინაობაც, რომელთა დანიშვნაზე, როგორც მმართველი გუნდი ამტკიცებს, პრეზიდენტმა დაიწუნა. საუბარია დავით ბაქრაძის და კახა იმნაძის კანდიდატურებზე. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს მმართველი პარტიის მიმართ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ მწვავე კრიტიკას უკავშირებს და დავის მიღმა პრეზიდენტის დასჯის სურვილს ხედავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ელჩების დანიშვნის საკითხი - სარჩელის განხილვის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
TV IMEDI
საკონსტიტუციო სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
MULTIMEDIA GE
პრეზიდენტის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციოს სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster