საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

06.06.2022 01:40

დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით. განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ. "როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს - კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე." - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რევაზ ჯაველიძე: საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
01:40

რევაზ ჯაველიძე: საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლ...

სააგენტო GUARDIAN GE

სახალხო დამცველის მოადგილის გამოხმაურება
00:53

სახალხო დამცველის მოადგილის გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ
01:41

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის გადასახადი არაკონსტიტუციურად ცნო
01:04

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის გადასახადი არაკონსტიტუციურა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო ხვალ საკუთარ არჩევანს გააკეთებს / ვის რა გეგმა აქვს კენჭისყრის დღეს #LIVE
01:12:20

საქართველო ხვალ საკუთარ არჩევანს გააკეთებს / ვის რა გეგმა აქ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#BMGLIVE #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად /  17.07.2024
50:26

#BMGLIVE #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად / 17.07.2024

საკონსტიტუციო სარჩელი
01:33

საკონსტიტუციო სარჩელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება
03:11

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო