საქართველო ხვალ საკუთარ არჩევანს გააკეთებს / ვის რა გეგმა აქვს კენჭისყრის დღეს #LIVE


• რამდენიმე საათი საპარლამენტო არჩევნებამდე და პრემიერ-მინისტრის გზავნილი საზოგადოებას - გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხვალინდელი არჩევნები გადამწყვეტია; ხელისუფლება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების პირობას დებს; პროვოკაციებისა და კანონდარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია უმკაცრესი იქნება; საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს არჩევანის მოლოდინშია;
• „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნის და არჩევნების დღეს არეულობის მოწყობისთვის ემზადება; დასახელდა რევოლუციური სცენარის მთავარი ფიგურანტებიც, რომლებიც ბრალდებას უარყოფენ; მმართველი გუნდის ლიდერთა განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები;
• საქართველოში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება - ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2 906-მა პაციენტმა დაამარცხა; დაინფიცირდა 1 696 და გარდაიცვალა 12 ადამიანი; ინფექციის გავრცელების მთავარ კერებად რჩება თბილისი, ქუთაისი და ბათუმი; ამოქმედდა „ცენტრალური ონლაინ-კლინიკა“, რომელიც დღეიდან ინფიცირებულთა მეთვალყურეობის მონიტორინგს დისტანციურად განახორციელებს და პაციენტის დამძიმების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს;
• უკრაინის მთავრობა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბოიკოტს უცხადებს - პრემიერ-მინისტრის სპეციალური განკარგულებით სახელმწიფო ორგანოებს ვალდებულება მიეცათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულონ, პრეზიდენტი ზელენსკი კი ქვეყნის მთავარი სასამართლოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის; მოსამართლეთა გადაწყვეტილებას მოქალაქეებიც აპროტესტებენ

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან