სანქციების მე-6 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

17.04.2022 00:38

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი მიმართული იქნება ნავთობის და ბანკების წინააღმდეგ - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ გამოცემას განუცხადა. „ჩვენ განვიხილავთ საბანკო სექტორს, განსაკუთრებით შბერბანკ-ს, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის 37%-ს შეადგენს და რა თქმა უნდა არის ენერგეტიკული საკითხებიც“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს „ჭკვიან მექანიზმებზე“, რათა მომავალი სანქციები ნავთობზეც გავრცელდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მათი უმთავრესი პრიორიტეტი პუტინის შემოსავლების შემცირებაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub