საქართველო მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში

20.02.2020 01:04

მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში, საქართველო, მსოფლიოს 154 ქვეყანას შორის, 49-ე ადგილს იკავებს. შესაბამის კვლევას, ბაზირებული კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა წლის კვლევაში, საქართველო 52-ე პოზიციაზე იყო.  პირველ ადგილზე კვლავ ისრაელია. მას მოჰყვება სინგაპური და სომხეთი. რეიტინგში მე-6 ადგილს რუსეთი იკავებს. ანგარიშის ავტორები ვრცლად წერენ რუსეთზე, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაზე. თუმცა, კვლევის თანახმად, 2016-2018 წლებში, რუსეთის სამხედრო ხარჯები 82-დან 64 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი რუსეთში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში ნატო-ს ქვეყნებმა, ძირითადად კი ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, გრძელვადიანი სამხედრო პროექტები დაიწყეს და სამხედრო ხარჯები გაზარდეს, რასაც კვლევის ავტორები რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: