სახელმწიფო რწმუნებული მარნეულელ პედაგოგს და მომღერალს სტუმრობდა


🔷 სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, მხარისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს ყველასთვის საყვარელ და ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქ-ნ მარინა მეგრელიძეს და ადგილობრივ ნიჭიერ მომღერალს, შაბან მამედოვს.
🔷 ქ-ნი მარინა მეგრელიძე გამოირჩევა არაერთი დამსახურებით, კერძოდ:
✔5 ათეული წელია მარნეულის ორ საჯარო სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ასევე ,,ქართული როგორც მეორე ენის“ პედაგოგია;
✔2015 წლიდან აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
✔არის ტრენერი და აქტიურადაა ჩართული პროექტში - „ზოგადი განათლების რეფორმა და ლიდერობის მიმართულება“.
🔷 შაბან მამედოვი 6 წლიდან მუსიკალურ სფეროშია ჩართული. ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებული აქვს 8 საერთაშორისო გრანპრი, 13-ი პირველი ადგილი და 60-ზე მეტი სხვა და სხვა დიპლომი თუ სერტიფიკატი.
შაბანი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.
#ქვემოქართლისმხარე
#ვიზრუნოთერმანეთზე

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან