რომელია საუკეთესო საწვავი ჩემი ავტომობილისთვის?
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000 #საწვავი #ბენზინი #ოქტანობა რომელია საუკეთესო საწვავი ჩემი ავტომობილისთვის? რომელი ბენზინი ჩავასხა ავტომობილში? რა საწვავი ჩავასხვა მანქანაში, ეს კითხვა ხშირად მესმის და გადავწყვიტე დეტალურად აგიხსნათ საწვავის შერჩევის გზები და დეტალურად გაგცეთ ამ შეკითხვაზე პასუხი. აგიხსნით თუ რომელი საწვავი უნდა გამოიყენოთ და რატომ. მოვსპობთ რამდენიმე მითს და დეზინფორმაციას. საქართველოს პირობებში საწვავის არჩევანი რეგულარი, ევრორეგულარი, პრემიუმი, სუპერის საწვავი ბენზინებში, ხოლო დიზელში დიზელი და ევროდიზელი ყველას გვინდა დავხარჯოთ ნაკლები, არ დავაზიანოთ ავტომობილი და ამისთვის აუცილებელია სწორი საწვავის შერჩევა. პირველ რიგში ბენზინგასამართ სადგურთან მისვლისას ვაკვირდებით ოქტანობას ოქტანობა მერყეობს 93-დან 100-მდე ჩვენს შემთხვევაში და გავლენას ახდენს დეტონაციაზე ანუ რამდენად დიდია წინააღმდეგობა დეტონაციის მიმართ. აალების სანთლები აინთება ანუ ნაპერწკლით დეტნაციას ახდენს საწვავისა ძრავში კერძოდ სარქველში (ცილინდრში) სწორედ ეს თანაბარი და ზუსტი წვა ქმნის წნევას და პისტონს ამოძრავებს შემდგომ გამონაბოლქვი გამოიყოფა და ეს პროცესი მეორდება ისევ და ისევ. ნაკლები ოქტანობის გამოყენებით ვიდრე რეკომენდირებულია ხდება არათანაბარი დეტონაცია და წვა შემდგომ ქმნის არათანაბარ ძრავის კაკუნის ხმას, რაც გრძელვადიან პერიოდში დააზიანებს: პისტონს, სარქველს, პრაკლატკებს, ცილინდრებს და ბლოკსაც. ამ ყველაფრის დაზიანების თავიდან აცილებაში თანამედროვე ავტომობილებში გვეხმარება ძრავის კაკუნის სენსორი, მაგრამ მაინც აუცილებელია სწორი ოქტანობის შერჩევა. არ არის აუცილებელი ყველაზე მაღალი ოქტანობის და ყველაზე ძვირი საწვავის გამოყენება ყველა საწვავის ბრენდს თავისი სტანდარდი აქვს და ამატებენ გარკვეულ ინგრედიენტებს საწვავის ოქტანობის და სხვა მახასიათებლების შესანარჩუნებლად, მაგალითად ძრავის გასაწმენდად შეიძლება გარკვეული დანამატი გამოიყენონ, რათა ინჟექტორები და სხვა ნაწილები არ დაზიანდეს ნარჩენებისგან, იცავს ხახუნისგან, კოროზიისგან და სხვა. (ზოგ ქვეყანაში ეს სტანდარტები გათვალისწინებულია კანონით და კონტროლდება მკაცრად) რა საწვავი გამოვიყენოთ ამის მიგნების 3 მეთოდი არსებობს: 1. ვნახოთ საწვავის ავზის კართან მაჩვენებელი ან საწვავის ავზის თავსახურზე (სადაც მითითებულია რეკომენდირებული ოქტანობა 89,91,93,95, და სხვა) 2. ვნახოთ რეკომენდირებული საწვავის ოქტანობა ავტომობილის წიგნში (თუ არ გვაქ ინტერნეტიდან შეიძლება მარტივად გადმოვწეროთ) 3. საწვავის მაჩვენებელთა დაფაზე დავაკვირდეთ სადაც შეიძლება ეწეროს რეკომენდირებულია პრემიუმი ან მსგავსი ტექსტი აუცილებლად დააკვირდით ტექსტს აუცილებელია-ს და რეკომენდირებულს. აუცილებელია თავად გამოსცადოთ სხვადასხვა ბრენდის საწვავი, რადგანაც ჩვენთან შემოწმებები და რეგულაციები დიდად არ ხდება და თავად შეატყობთ თუ მანქანა ლუკოილის რეგულარზე უკეთ მუშაობს ვიდრე გალფისაზე ან ვისოლისაზე ან პირიქით. გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_c... Twitter: https://twitter.com/LaluashviliG Facebook: https://www.facebook.com/giorgilaluas...
Giorgi Laluashvili-ის სხვა ვიდეოები
რა არის კატალიზატორი და რატომ არ უნდა ჩავაბაროთ იგ...
რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტრო ავტომობილის შეძენა...
ავტომობილის სათადარიგო საბურავი და მისი სწორად ექს...
Ford Escape 2007-2012 შიდა სალონის განათების რეგულ...
რჩევები ავტომობილის აუქციონზე შეძენისას (copart, i...
15:28
Ford Escape 2.3 Hybrid - ფორდ ესქეიფი (ესკაპე - ნე...
05:35
როგორ შევარჩიოთ ავტომობილის ანტიფრიზი სწორად
03:41
ავტომატური გადაცემათა კოლოფი თუ ვარიატორი?
მსგავსი ვიდეოები
რას გულისხმობს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის გამოყენების სპე...
Finedu
რატომ სჯობს დიზელის ძრავი ბენზინს ეფექტიანობით
Giorgi Laluashvili
ჰაერი რომელიც წამლავს
საუკეთესო სიუჟეტები
პასუხი კითხვებზე - Comrades Story Challange 12 FEB 2023.
Comrades Story
ტესტი | როგორ დადის ახალი პრიუსი - ეკონომიურიცაა და სპორტული...
AUTO BILD GEORGIA
ჭრის სიგანე 800 მმ უჯაგრისი DC ძრავის სამუშაო ხარისხი 40° რა...
Vigorun-Remote Control Lawn Mower
ყველა დროის უმდიდრესი ადამიანები ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
How we make an island - build a ships wash and clean - washi...
Cartoon Game TV