ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა. აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს. იუნკერებმა სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს და ყაზარმებში გადანაწილდნენ. მათ დაურიგდათ სამხედრო ფორმა, რომლის მორგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. სამხედრო ცხოვრების დაწყებამდე, ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას. პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 5-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს (BCT). საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, სამართალი, მენეჯმენტი, ინფორმატიკა, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერის სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. მათთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია. იუნკერები აკადემიაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მატერიალური და საკანცელარიო ნივთებით, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით. აკადემიის ინფრასტრუქტურული გარემო სრულად პასუხობს სამხედრო ტიპის სასწავლებლის უმაღლეს სტანდარტებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულების შემდეგ, იუნკერებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა ექნებათ.
თავდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი...
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრი...
ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკო...
ქართველი ჯარისკაცების საპასუხო ბარათები საჯარო სკო...
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედ...
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
მსგავსი ვიდეოები
ეროვნული თავდაცვის აკადემიას მოხალისეთა ორგანიზაციების წარმო...
თავდაცვის სამინისტრო
National Military Academy of Defense
GeorgianSoldier121
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუნკერების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი
ეროვნული თავდაცვის აკადემია
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გენერალ მაზნიაშ...
სააგენტო GUARDIAN GE
პირველი კურსის იუნკერი მარიამ ჭკადუა
NDA ETA
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატ...
თავდაცვის სამინისტრო
ეროვნული თავდაცვის აკადემია გილოცავთ შობა-ახალ წელს!
NDA ETA