National Military Academy of Defense

03/03/2011
GeorgianSoldier121-ის მიერ

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.\r
\r
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიღებას.\r
აკადემიაში მსმენელები მიიღებიან ფიზიკური მომზადების, ნორმატივების ჩაბარების, სრული სამედიცინო გამოკვლევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. თავდაცვის აკადემიაში ჩაბარების შემდეგ მსმენელი აფორმებს ხელშეკრულებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და იღებს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემიური პროგრამები - აკადემიის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება ორი სკოლის მეშვეობით: ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა: - აეროდრომებისა და საავტომობილო გზების მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ბიზნესისა და მართვის სკოლა: - ზოგადი მენეჯმენტი, ლოგისტიკა და ექსპედირება. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 2011 წლის 25 მარტს იწურება. გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია: - დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის-სკოლებში, სკოლა დამთავრებულებისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ან ელექტრონულად-WWW.NAEC.GE. \r
აბიტურიენტებს, რომლებიც სარეგისტრაციო ანკეტაში მიუთითებენ ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, სამედიცინო გამოკვლევის თარიღი ეცნობებათ აკადემიის წარმომადგენლის მიერ. ერთად ვისწავლოთ გამარჯვება\r
\r
\r
საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ.\r
ელ.ფოსტა: [email protected]. GE\r
ტელ: 8 (22) 305285 8(22) 305366\r
\r
http://mod.gov.ge/index.php?page=77\u0026l...

ვიდეოები „GeorgianSoldier121"-ისგან