ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო

02.06.2021 02:05

ეროვნული თავდაცვის აკადემია ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღებას აცხადებს. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის გაცნობითი პრეზენტაცია გაიმართა. საკანდიდატო კურსის უფროსის მოადგილემ კაპიტანმა რევაზ ტორონჯაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და საკანდიდატო კურსის პროგრამა გააცნო.  საკანდიდატო კურსზე ჩაბარება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს. სწავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება, ხოლო სამოქალაქო პირები მიიღებენ ფულად სარგოს 950 ლარის ოდენობით. კურსდამთავრებულები მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში დასაქმდებიან და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითა და პრივილეგიებით. პრეზენტაციის მსვლელობისას ხაზი გაესვა აკადემიაში სწავლის მაღალ სტანდარტებს და განსაკუთრებულ პირობებს, რასაც უზრუნველყოფს ამიერკავკასიაში საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზა და მაღალკვალიფიციური პერსონალი. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ვებგვერდი: https://eta.edu.ge/ge/page/54/migeba მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიღებას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე
00:36

ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიღებას ოფიცერთა მომზად...

NDA ETA

უმცროს ოფიცერთა ფიცის დადება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში
10:33

უმცროს ოფიცერთა ფიცის დადება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის აკადემიის იუბილე
01:45

თავდაცვის აკადემიის იუბილე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
02:27

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

NDA ETA

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დონალდ რამსფელდის სახელობის ოთახი გაიხსნა
10:59

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დონალდ რამსფელდის სახელობის ოთ...

NDA ETA

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სპორტული შეჯიბრებები დაიწყო 25.09.2018
01:00

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სპორტული შეჯიბრებები დაიწყო 25...

Tv Dia

საქართველოს თავდაცვის აკადემიაში ამერიკელი სტუდენტები სწავლობენ

საქართველოს თავდაცვის აკადემიაში ამერიკელი სტუდენტები სწავლო...

ამერიკის ხმა

თავდაცვის მინისტრი იაპონიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
02:29

თავდაცვის მინისტრი იაპონიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

თავდაცვის სამინისტრო

ყველა ვიდეო