პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება

20.02.2022 00:32

პოლონეთი მზად არის კიევს დამატებითი თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ დამატებითი თავდაცვითი იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიის, ქალაქების, მოსახლეობის დასაცავად რუსეთის არმიის აგრესიისგან“, - ამბობს მორავიეცკი. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება თებერვლის დასაწყისში მიაწოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub