9
მორიგი გამაფრთხილებელი გზავნილი უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე. ესტონეთის შემდეგ საკითხს ამჯერად პოლონეთი ააქტიურებს. ინიციატორი პრემიერი ტუსკია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის მარცხის შემდეგ გუშინ პარლამენტისგან ნდობა კიდევ ერთხელ მიიღო. ტუსკი საქართველოსაც ასახელებს იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მიმართ უკანონო მიგრაციის რისკების შესამცირებლად ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეზღუდვის ან შეჩერების მომხრეა. საქართველოს ხსენების დროს პოლონეთის მთავრობის მეთაურმა გამოიყენა ფრაზა ავტორიტარული მმართველობაც. მოსალოდნელია თუ არა 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის გადახედვა, რასაც ევროკავშირის წევრები ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა სჭირდება - საქართველოში ევროკავშირის ელჩი მომხრე ქვეყნების არასაკმარის რაოდენობაზე მიუთითებს, თუმცა ადასტურებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება ერთ-ერთ ზომად განიხილება. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების და გადაწყვეტილებების ფონზე საფრთხეს რეალურად მიიჩნევს ოპოზიცია. მმართველი გუნდი პოლონეთის პრემიერს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე მიუთითებს და მის სიტყვებს შანტაჟად აფასებს. ბრიუსელს, რომელმაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს დეკემბრიდან უვიზო მიმოსვლა უკვე შეუჩერა, ოფიციალური თბილისი საკითხის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
სურვილის ასრულება ასკეტური პრაქტიკის გამოყენებით
გრიმუარი-Grimoire
დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე 591 965 983
დავით ნოზაძე
აქ შეიძლება იყოს რამდენიმე სამოხელეო დანაშაული - ნაზი ჯანეზა...
ტვ პირველი • TV Pirveli
"ლექSOSთვის დაისაჯონ დამნაშავეები"- მდუმარე აქცია ბათუმში
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სასტიკი მკვლელობა ბათუმში
Formula News
სხვაგან - Elsewhere
Giorgi Murvanidze
რა საშიშროებას წარმოადგენს ტეტანუსის ბაქტერია
ექიმები l The Doctors Georgia
გეოგრაფია VIII კლასი - ტრანსპორტის სახეები და ტურიზმი #ტელეს...
პირველი არხი #ტელესკოლა