პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა უკვე აღმართულია
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართულია. საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს ამის გაკეთებაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. საქართველოს პარლამენტის კუთვნილი ევროკავშირის დროშა უკვე მეორედ დღეს რადიკალური „კონსერვატიული მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა ჯერ ჩამოხსნეს, შემდეგ კი დაწვეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, მსვლელობით სააკაძის მოედნიდან მივიდნენ. მათ სამი მოთხოვნა გააჟღერეს: გათავისუფლდნენ 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებული და მსჯავრდებული პირები, დაისაჯონ პირები, რომლებმაც 7-8 მარტის აქციებზე პოლიციელებზე იძალადეს და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ჩატარდეს რეფერენდუმი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს სხვადასხვა საგნები ისროლეს აივნის მიმართულებით, რომელზეც გადმოფენილი იყო უკრაინის დროშა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა აღმართულია
TV IMEDI
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ ისევ ფრიალებს
TV IMEDI
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 20 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია ევროპული მომავლის მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster