კსუ მულტიმედია ცენტრისა და განათლების სახლის ახალი მედიაპროექტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი, განათლების სახლთან ერთად, მორიგი საინტერესო პროექტით შეეცდება, მომავალი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენების, იურისტების, ექიმებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის შექმნას სივრცე, სადაც მოწვეული სტუმრები სხვადასხვა დარგის აქტუალურ თემებზე დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალურად ამომწურავად ისაუბრებენ. გადაცემათა ციკლს წარუძღვება განათლების სახლის დამფუძნებელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიზანი სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან აქტუალური თემების მიმოხილვაა. მისივე თქმით, გადაცემა საზოგადოების ყველა სეგმენტზეა გათვლილი. კსუ მულტიმედია ცენტრისა და განათლების სახლის ერთობლივი პროექტის „თავისუფალი სიტყვა“ - #CIUსიტყვაHE - პირველი სტუმარი კსუ მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭალაგანიძე იყო, მან სიტყვის თავისუფლება მედიის კონტექსტში განიხილა.
მსგავსი ვიდეოები
თავისუფალი სიტყვა - სტუმარი: პროფესორი ინგა შამილიშვილი
CIU Multimedia Centre
გადაცემა "თავისუფალი სიტყვა" - მეორე ეპიზოდი
CIU Multimedia Centre
მედიასკოპი - ომის ჟურნალისტიკა
CIU Multimedia Centre
ორლეანელი ქალწული
CIU Multimedia Centre
ერთი ხმით...
CIU Multimedia Centre
საღვინე სახლი [პრომო]
CIU Multimedia Centre
აზერბაიჯანის დელეგაცია კსუ მულტიმედია ცენტრში
CIU Multimedia Centre
STREET ART
CIU Multimedia Centre