მისი ბიოგრაფია რთულად და საინტერესოდ ვითარდებოდა. მუშის მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული, ბავშვობში გადატანილ შიმშილსა და სიცივეს ათწლეულების შემდეგაც მძიმედ იხსენებდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ამ დროს ქართულ ლეგიონში მსახურობდა, რომელიც ომის მიწურულს, დე გოლის ნაწილებს შეუერთდა.
ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონში ჩაირიცხა, თუმცა ვიეტნამის ომში მიღებულმა მძიმე ჭრილობამ მისი ბედი შეცვალა: სამხედრო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. უკვე 1956 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.
...სწორედ აშშ-ში დაფუძნდა და მთელი 18 წლის განმავლობაში „ამერიკის ხმის“ ქართულ განყოფილებაში მუშაობდა. \"ამერიკის ხმის\" მსმენელი მას კიკა ჭალელის ფსევდონიმით იცნობდა. აგრეთვე, იყო ამერიკის ქართველთა სათვისტომოს გამგეობის წევრი.
პეტრე ხვედელიძე, იგივე ძია პეტრე, როგორც მას ემიგრაციაში იცნობდნენ, 95 წლის ასაკში, 27 მარტს გარდაიცვალა.
კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის მეოთხეკურსელის, ხატია ცარციძის საავტორო დოკუმენტური ფილმიდან \"ოთხმოცდამეთხუთმეტე გაზაფხული\" მაყურებელი შეიტყობს, თუ როგორ ცხოვრობდა და რას საქმიანობდა ქართული ემიგრაცია, როგორ იყო საქართველოზე ჩუმი ფიქრით გაჯერებული მათი ცხოვრება... გვადევნეთ თვალი! #კსუ_მულტიმედია_ცენტრი