ერთი ხმით...

06/26/2015
CIU Multimedia Centre-ის მიერ

„საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე უფრო ძლიერია\", - ეს ხატოვანი დეფინიცია ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნს ეკუთვნის და დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

‪#‎კსუ_მულტიმედია_ცენტრის‬ სტუდენტურ ფილმში: \"ერთი ხმით\" სწორედ ამ უდიდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე _ არჩევანის გაკეთების ვალდებულებაზეა საუბარი. სხვა ინფორმაციასთან ერთად, ფილმი გვიამბობს ისტორიულ მაგალითებს, თუ როგორ გადაწყვიტა ერთმა ხმამ სხვადასხვა ერისა და სახელმწიფო მეთაურთა ბედ-იღბალი.