ორლეანელი ქალწული
1429 წელს ის საფრანგეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში და ინგლისელი დამპყრობლებისაგან გაათავისუფლა ქ. ორლეანი. სახელმწიფოს შემდგომ წარმატებებს თვით მეფე კარლოს მეშვიდემ და მისმა კარისკაცებმა შეუშალეს ხელი. ვერაგული ღალატის შედეგად ტყვედ ჩავარდნილი ქალწულის გამოსყიდვაზე მეფემ და ეპისკოპოსმა უარი თქვეს. ინგლისელებმა კი მოისყიდეს ფრანგი მოხელეები და ინკვიზიციამ გმირ ქალწულს, როგორც ჯადოქარს, კოცონზე დაწვა მიუსაჯა. კარლოს მეშვიდე, რომელსაც ჟანამ ტახტი დაუბრუნა, გულგრილად უყურებდა საზარელ სანახაობას. წლების შემდეგ პროცესი გადაისინჯა და ჟანა დ'არკი გაამართლეს. ისტორიამ კი შემოინახა დაკითხვის ოქმები და სხვა მასალები, საიდანაც ჩანს, როგორი ბრძენი და შეუპოვარი იყო გმირი ქალწული. #კსუ_მულტიმედია_ცენტრის მიერ მომზადებული სტუდენტური დოკუმენტური ფილმი სწორედ ორლეანელი ქალწულის შესახებ გვიამბობს. ფილმიდან ცხადი ხდება, რომ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები არ შეცვლილა, მაშინდელი პრობლემები კი, დროის კვალობაზე, მოდიფიცირდა, მაგრამ საფუძველში, დღესაც იგივეა....
მსგავსი ვიდეოები
ნიკა რურუას ვიზიტი ნიუ ორლენში
culturegovge culturegovge
ნიუ ორლეანში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა
PalitraNews
ნიუ ორლეანი და ბათუმი დამეგობრდნენ
Temur Bjania
ნიუ ორლეანში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს
Music Box
ახალი ორლეანი კატრინას შემდეგ
ამერიკის ხმა
ჯაზისა და ბლუზის სამშობლო განწყობას არც პანდემიის დროს კარგა...
ამერიკის ხმა
ახალი ორლეანი კატრინას შემდეგ (2)
ამერიკის ხმა
ნიკა რურუას ვიზიტი ნიუ ორლეანში
culturegovge culturegovge