მეწყერი რიონის ხეობაში

02/28/2024

https://mtisambebi.ge/ - მეწყერს მიაქვს რიონის ხეობა, სადაც ხელისუფლება მაინც აპირებს „ნამახვანის“ ჰესების კასკადის მშენებლობას. ტვიშიდან ალპანამდე, საავტომობილო გზაზე უზარმაზარი მეწყერია ჩამოსული. ამ ხეობაში ეს ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა. სოფელ დერჩში გადასასვლელი ხიდიც მთიდან მოწყვეტილმა მასამ დაფარა. ლეჩხუმის ამ ზონის სოფლები, თითქმის 20 დღეა რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან