ერთი წელი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან


დღეს ზუსტად ერთი წელი გადის მას შემდეგ, რაც საქართველოში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ახალი ვირუსი, რომელიც მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვრცელდებოდა, ჩვენს ქვეყანაშიც დადასტურდა. რთული გზის გავლის შემდეგ, დღევანდელი სტატისტიკით ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე საგრძნობლად შემცირებულია.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,32 პროცენტი. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ვირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თამარ ნადარეიშვილი ისაუბრებს დღევანდელი სტატისტიკისა და ქვეყნის მიერ ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე განვლილი გზის შესახებ ღია ეთერში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან