„ხალხის ძალის“ მეორე სადავო კანონპროექტი
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ სადავო კანონპროექტს „ქართული ოცნება“ პრინციპების დონეზე მხარს დაუჭერს. თუმცა, დღეს ცნობილი ხდება, რომ საპარლამენტო განხილვების დროს დეპუტატებს ორი პროექტის განხილვა მოუწევთ. კანონპროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ამერიკაში უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის შესახებ კანონი თარგმნონ და მისი ზუსტი ანალოგიც წარადგინონ. ამ ნაბიჯით მმართველი პარტიიდან გასულ დეპუტატებს იმის დემონსტრირება სურთ, რომ მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ამერიკულ კანონთან შედარებით ბევრად შერბილებულია. სწორედ ამ არგუმენტით მმართველი გუნდი ამერიკული მოდელის ქართულად თარგმნილი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. აგენტებად გამოცხადებით ადამიანების სტიგმატიზაცია, რუსული კანონმდებლობის დანერგვა, დემოკრატიის დასამარება და მესამე სექტორის კონტროლი - ასეთია შეფასებები ოპოზიციიდან. ინიციატივის დასაბლოკად ხელმოწერებს აგროვებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 9 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რას გულისხმობს სადავო კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უმრავლესობის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო კანონპროექტების განხილვა - თეონა მანაგაძე პარლამენტიდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალის“ განცხადება და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „იმედი LI...
TV IMEDI