რეესტრი გამჭვირვალობისთვის, თუ აკრძალვები არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ორივე ვერსიაზე დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა არ წყდება. შინაარსთან ერთად, სადავოა ფორმულირებაც - უცხოური გავლენის აგენტი. ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას არ გეგმავს, პრეზიდენტი კი მორიგ ვეტოს აანონსებს. მწვავე შეფასებები ისმის დასავლეთიდანაც.
საქართველოში კი ამ საკითხის განხილვისას ყველაზე ხშირად ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ინიციატორების მტკიცებით, კანონის ამერიკული ვერსია გაცილებით მკაცრია, ვიდრე მათ მიერ კანონმდებლებისთვის პირველად შეთავაზებული პროექტი. თუმცა იმის გამო, რომ თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი მათ პირველად ვერსიას რუსული კანონის ანალოგად მოიხსენიებდა, „ხალხის ძალის“ წევრებმა მეორე ჯერზე უკვე დეპუტატებს ამერიკული კანონის თარგმანი შესთავაზეს. საუბარია აშშ-ში 1938 წელს ნაცისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდის აღსაკვეთად ამოქმედებულ უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტზე, რომელიც მოგვიანებით ლობიზმის ფინანსური გამჭვირვალობის მარეგულირებელ კანონად იქცა.
დოკუმენტი უცხო ქვეყნებისა და მათი წარმომადგენლების ლობისტურ საქმიანობას არეგულირებს. რუსეთში კი საკანონმდებლო ბაზა არასამთავრობოებისთვის 2012 წელს შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში რეგულაციებს ყველა სფერო დაექვემდებარა. რატომ დადგა დღის წესრიგში ამგვარი კანონპროექტის ინიცირება, რა მიზანს შეიძლება ისახავდეს უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნა და იქნება თუ არა ეს ერთგვარი შემაფერხებელი იმ ორგანიზაციების საქმიანობისთვის, რომლებიც საქართველოში სოციალურ პროექტებს ახორციელებენ.
რა არის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი და რეალური შესაძლებლობა? ქვეყნის უსაფრთხოება, სახელმწიფო ინტერესი თუ კონკრეტული საქმიანობის აკრძალვა - ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.