უმრავლესობის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტებზე
საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა - „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს უკან გაიწვევენ. საპარლამენტო უმრავლესობა მიზეზად საპროტესტო მღელვარების ძალადობრივ ქმედებებში გადაზრდის რისკების მატებას ასახელებს, თუმცა არ ცვლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილმა პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად საზოგადოების ნაწილს სადავო ინიციატივებზე მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. რა პროცედურებია გათვალისწინებული კანონპროექტების უკან გაწვევის შემდეგ - „ხალხის ძალის“ მიერ თავდაპირველად მომზადებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, ამიტომ რეგლამენტის მიხედვით პროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს და დეპუტატებმა ის უნდა ჩააგდონ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება ის უკან გაწვეულად. რაც შეეხება მეორე, ანუ ე.წ. ამერიკული კანონის ქართულ ვერსიას, ის პირველი მოსმენით არ განუხილავთ, ამიტომ ის თავად ინიციატორმა უნდა გამოითხოვოს უკან. შესაბამისი ნაბიჯი „ხალხის ძალამ“ უკვე გადადგა. რაც შეეხება თავდაპირველ პროექტს, „ქართულ ოცნებაში“ პირობას დებენ, რომ ინიციატივას მეორე მოსმენის დროს ჩააგდებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე - შეფასება პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - გიორგი კობერიძის ჩართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას საპარლა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო საარჩევნო მოდელი და უმრავლესობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის სადავო გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster