ენგურის ხიდი 5 დღით გაიხსნა
დღეიდან, 5 დღის განმავლობაში, ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ისევ აღდგა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით, ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის კვეთას მოქალაქეები, რომლებიც სამეგრელოდან აფხაზეთში მიემართებიან, 13-15 ივლისს - 09:00-დან 19:00-მდე, ხოლო 16-17 ივნისს - 09:00-დან -15:00 საათამდე შეძლებენ. ამავე ცნობით, მათ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ. ენგურის ხიდი, რომელიც სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან სამი დღით იყო გახსნილი, 24 ივნისს ისევ ჩაიკეტა. მანამდე, 26 მაისიდან, აფხაზურმა მხარემ ასევე ცალმხრივად, ერთი კვირით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვით იყო ჩაკეტილი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენგურის ხიდზე გადამსვლელთა რიგია
Radio Atinati
გადაადგილება სამშობლოში სიცოცხლის ფასად - ოკუპაციის მორიგი მ...
Radio Atinati
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი...
Radio Atinati
ცოცხალი ჯაჭვი და მშვიდობიანი აქცია ენგურის ხიდზე
Radio Atinati
„ჩაკეტილ აფხაზეთში ცხოვრება ძალიან რთულია“ - ენგურის ხიდი გა...
Radio Atinati
აფხაზეთის მაცხოვრებლები რეაბილიტირებულ ხიდზე და გადაადგილება...
Radio Atinati
ენგურის ხიდი შერეულის შეხვედრის შემდეგ
Radio Atinati
ენგურის ხიდი
Livepress. ge