საომარი მოქმედებები უკრაინაში

08.03.2022 01:20

საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. შექმნილი ვითარების გამო, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობა რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვასა და უნგრეთში. საქართველოს მთავრობის დავალებით, საელჩოების ორგანიზებით ხდება მოქალაქეთა გადაყვანა უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ საქართველოში გამომგზავრება. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, სამშობლოში 1000-ზე მეტი მოქალაქე  ჩამოვიდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: