1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე (2016)

11/29/2016
GeN PUD-ის მიერ

შიდსის მსოფლიო დღის ფარგლებში დაგეგმილი საზოგადოებრივი აქცია, რომელიც მიზნად ისახავს აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დონის შემცირებას და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას.
აქციის ფარგლებში გაიმართება აივ დადებითი და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
აივ დადებითი ადამიანების მიმართ საკუთარი მხარდაჭერის დასაფიქსირებლად გამოფენას ასევე შემოუერთდებიან ხელნაკეთი და სხვა სახის ნივთების დამამზადებელი სხვა ინდივიდები და კომპანიები.
ზამთრის ცივ დღეს გასათბობად და შესაბამისი განწყობისათვის, აქციის ფარგლებში იქნება უფასო გლინტვეინი და მუსიკალური გაფორმება.
აივ დადებითი ადამიანების მიმართ საკუთარი მხარდაჭერის დასაფიქსირებლად გამოფენას ასევე შემოუერთდებიან თბილისის სხვადასხვა პოპულარული კვების ობიექტები და ბარები.
აქცია გაიმართება 3 დეკემბერს 15:00 საათიდან
მისამართი: სიონის, შარდენის და ბამბის რიგის ქუჩების კვეთაზე მდებარე მოედანი


28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თბილისის მასშტაბით ჩატარდება უფასო ტესტირებები აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე.
იხილეთ კამპანიის facebook გვერდი - https://www.facebook.com/events/63580...

ვიდეოები „GeN PUD"-ისგან