2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა და ხმაური რეგიონებში


ზუგდიდის საკრებულო დღეს დაძაბულობის ეპიცენტრად იქცა.

ხმაური და დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული დეპუტატების პროტესტმა გამოიწვია. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის დამტკიცება ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე სურს. ადგილზე ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გასაყვანად სამართალდამცავების მობილიზება გახდა საჭირო. ანალოგიური მიზეზით დაძაბულობაა ბათუმშიც. ზუგდიდის მსგავსად, ბათუმის საკრებულოშიც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა.

რომელმა საკრებულომ უნდა იმსჯელოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტებზე, - მოქმედმა თუ ახალი მოწვევის, - ეს თემა პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან