ქუთაისის ინფექციურში პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

13.03.2020 01:12

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტის პასუხები მიიღეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.  კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, გამოკვლეულ პაციენტებს შორის  ორი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მოქალაქეა.  ნადირაძის განცხადებით, მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. ამ დროისთვის საავადმყოფოში კიდევ ექვსი პაციენტი რჩება, რომელთა ანალიზებიც ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება. მათგან ერთი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან არის გადაყვანილი. ყველა პაციენტის საზღვარგარეთ ყოფნას ისტორია აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო