საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური მილოცვებს იღებს. კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა. უკვე 44 წელია, ის ერის 141-ე სულიერი წინამძღოლია. ბერად აღკვეციდან 20 წლის შემდეგ, მე-12 საეკლესიო კრებაზე პატრიარქად ილია მეორის არჩევით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყნისთვის რთული სიტუაციების დროს ერისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მისი პატრიარქობის დასაწყისი მძიმე დროს დაემთხვა - საბჭოთა რეჟიმის პირობებში ეკლესია არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა, მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა, უამრავი სამეცნიერო საგანმანათლებლო პროექტი, სასულიერო სასწავლებლების ამოქმედება, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, 2008 წლის ომის დროს ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ჩასვლა და ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების უფლების მოპოვება, დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად ყოველი მესამე და მომდევნო შვილის მონათვლის ინიციატივა - ეს ყველაფერი სწორედ ილია მეორის სახელს უკავშირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
საქართველოს პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატრიარქის საკვირაო ქადაგება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
89 წელი და ცხოვრების ნახევარი ეკლესიის სამსახურში - საქართვე...
TV IMEDI
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 89 წლის იუბილე საქა...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ილია მეორეს შეხვდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster