ვითარება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზის მქონე ორი მოქალაქე მკურნალობს. მათგან ერთი გალის რაიონიდან, მეორე კი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს დილით კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული ქალი შეიყვანეს, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ორსული ქალი იმ სპორტსმენის კლასტერიდანაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. გვიან ღამით კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონსა და დრანდაში. 29 მარტს, როცა უკან დაბრუნდა, კარანტინში ცხელების გამო გადაიყვანეს. სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის განცხადებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 68 პირია. თვითიზოლაციაში 55 მოქლაქეა, გუბერნატორის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის გამო, საერთო ჯამში 141 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმი ლალი და...
TV IMEDI
კარანტინის რეჟიმი სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster