ვითარება სამეგრელოში


სამეგრელოდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, საიდანაც ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი გაეწერა, ამჟამად მკურნალობას არავინ გადის. რეგიონიდან ერთი ინფიცირებული ბათუმში მკურნალობს.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რაიმე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ კი რეგიონის მასშტაბით, საგანგებო რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, მათ შორის ერთი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესის დარღვევისთვის, მეორე კი საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან