კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე
21 მაისს აღინიშნება კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე დიალოგისა და განვითარებისათვის. ამ თარიღს ღონისძიებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შეუერთდა. 21 მაისს, კავკასიურ სახლში მოეწყო გამოფენა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა - ქისტებმა, ჩეჩნებმა, ოსებმა, აზერბაიჯანელებმა, იეზიდებმა, სომხებმა, ებრაელებმა, ჩეხებმა, გერმანელებმა და ლატვიელებმა საკუთარი კულტურა წარმოადგინეს. გამოფენილი იყო კავკასიის ხალხების ურთიერთობის თემატიკაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ასევე, კავკასიური სახლის მიერ გამოცემული წიგნები. დამთვალიერებელს მულტინაციონალური სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ოლივერ რაისნერი დაესწრნენ. უნივერსალური კულტურული მრავალფეროვნების დეკლარაცია იუნესკომ 2001 წელს მიიღო, 2002 წლის დეკემბერში კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თავის რეზოლუციაში 21 მაისი გამოაცხადა კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღედ დიალოგისა და განვითარებისთვის. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე პანკისში
culturegovge culturegovge
კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად პანკისშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად პანკისშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გალაკტიონ ტაბიძე - საუკუნის პორტრეტი / Saukunis Portreti - G...
Giorgi Gogoladze
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში
culturegovge culturegovge
დათო კიკნაველიძე - ციფრული ტექნოლოგიები, ანიმაცია - #Creativ...
Creative Industries Georgia ID
42° პარალელი - ია სოფია კვლავ მეჩეთია - რაზე მიანიშნებს ეს ც...
პირველი არხი - 42-ე პარალელი